logo_geo
eng_logo
გრაცის „შტურმის“ მწვრთნელი - კიტეიშვილთან ექიმები მუშაობენ, რომ სათადარიგოთა სკამზე მაინც მოხვდეს და რამდენიმე წუთი ითამაშოს
- +

27 ნოემბერი. 2023. 01:47

 

 

კრისტიან ილცერმა გუნდის ლიდერების, ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილისა და ვილიამ ბოვინგის მდგომარეობაზე Sky-ს ავსტრიულ ბიუროსთან ინტერვიუში ისაუბრა. გრაცის „შტურმის“ მთავარი მწვრთნელის კომენტარიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი უკვე ინდივიდუალურად ვარჯიშობს და, შესაძლოა, წლის ბოლომდე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან მაინც ჩაერთოს.

 

„შტურმს“ კიტეიშვილი და ბოევინგი ტრავმების გამო, ბოლო ერთ თვეა, ვერ ეხმარებიან. ქართველი ოქტომბრის ბოლოდან ებრძვის აქილევსის მყესის პრობლემებს.

 

„კიტეიშვილისა და ბოევინგის ტრავმები ქრონიკული დაზიანებების ხასიათს იძენს. „შტურმის“ სამედიცინო ჯგუფი ბიჭებთან ძალიან ინტენსიურად მუშაობს. ჩვენი მიზანია, მოვამზადოთ ისინი ისე მაინც, რომ უახლოეს შეხვედრებში სათადარიგოთა სკამზე იყვნენ და რამდენიმე წუთი ითამაშონ.

 

მათი სათამაშო კლასი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ, წელს ისინი 90 წუთს აღარ ითამაშებენ, რადგან მათი მდგომარეობით ძირითად შემადგენლობაში დაყენების მცირე შანსია“, – განაცხადა „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა.

 

შეგახსენებთ, რომ კლუბში მიღებული ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილმა ნოემბერში საქართველოს ნაკრების ორივე მატჩი (შოტლანდია, ესპანეთი) გამოტოვა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner