logo_geo
eng_logo
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი
- +

27 ნოემბერი. 2023. 01:59

 

 

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის მიწვევით, იერუსალიმში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.

 

შტაინმაიერმა გაიმეორა გერმანიის პოზიცია იმის შესახებ, რომ ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი გზა იყო ჰუმანიტარული დახმარების ღაზაში შეტანის უზრუნველსაყოფად.

 

„ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ არასოდეს უნდა მივცეთ უფლება, განახორციელოს თავისი გამოცხადებული მიზანი, კერძოდ, ისრაელის განადგურება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს არ უნდა დავუშვათ. ამასთან ერთად, კარგია, რომ შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტა ახლა გამოიყენება ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. გერმანია პარტნიორებთან ერთად მუშაობს ამ რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მშვიდობიანი თანაარსებობა წარმატებული იქნება, თუ პოლიტიკა ორი პრინციპით იხელმძღვანელებს: პირველი – მეტი უსაფრთხოება ისრაელისთვის და მეორე – მეტი პერსპექტივა პალესტინელების მომავლისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა საუკეთესო გზაა. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმედოვნოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს დავინახავთ დროს, როდესაც მსგავსი პერსპექტივები კვლავ იქნება განხილული“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

 

როგორც მედია წერს, სამშაბათს შტაინმაიერი ომანში გაემგზავრება პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის, ასევე ეწვევა კატარს, რომელიც ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტში შუამავალია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner