logo_geo
eng_logo
დავით თარხან-მოურავის ვაჟი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

27 ნოემბერი. 2023. 09:04

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ დამფუძნებლის, დავით თარხან-მოურავის ვაჟი, იორამ თარხან-მოურავი 35 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ირმა ინაშვილი ავრცელებს.

 

„ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ, მაგრამ იმდენი ადამიანი მიკავშირდება, გადავწყვიტე დავწერო. დღეს უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი იორამ თარხან- მოურავი. უკარგესი ადამიანი.

 

უწესიერესი, უბოროტო და ღირსეული ბიჭი. იორამი 35 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი გულის ანევრიზმაა. მომავალ კვირაში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი. იორამი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ჯერ ზუსტად ვერ ვწერ, როდის ჩამოვასვენებთ, სად დავასვენებთ და როდის იქნება პანაშვიდი და გასვენება.

 

ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო… ჩვენი შვილები უნდა წერდნენ ჩვენი გარდაცვალების შესახებ და მე ვწერ… აღარ მესმის არაფერი… რატომ...“ – წერს ირმა ინაშვილი.

 

„რეპორტიორის“ რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს იორამ თარხან-მოურავის ოჯახს და ახლობლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner