„მე მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან მძიმე, კრიტიკული მდგომარეობაა. შეიძლება დავარქვათ ამას პოლიტიკური აგონიაც“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„პრაქტიკულად, გამოსავალი აღარ დაუტოვეს საკუთარ თავს იმ დაჯგუფებებმა, რომლებიც შევიდნენ ამ კონფრონტაციულ ვითარებაში. ესეც გარდაუვალი იყო იმის ფონზე, როდესაც, თუნდაც, პარტიული არაფორმალური მმართველობა, ისეთი ადამიანებისგან მმართველობა, რომელიც იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მხოლოდ ესაა მთავარი წინაღობა, რის გამოც უბრალოდ ერიდებათ საზოგადოებისთვის იმის გამხელა, რომ რეალურად ეს ხალხი დგას ამ პარტიის მმართველობის უკან, ასეთ ფონზე გასაგებია, რომ ეს არის უმძიმესი მდგომარეობა. ამას დაერთო კონფრონტაციის უზარმაზარი ხარისხი, რომელმაც შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ იქ, ადამიანებს ერთად სამუშაოდ უბრალოდ აღარ დაედგომებათ. დროის და ტექნიკის საქმეა, როდის მოხდება გაფორმება ამ პოლიტიკური პარტიის დანგრევისა“, - განაცხადა სარჯველაძემ.