უკრაინამ საქართველოს „საბავშვო ევროვიზია 2023“-ზე ქულა არ დაუწერა.
საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, ხოლო გერმანიისგან 1 ქულა.
ონლაინ ხმებით კი საქართველომ 53 ქულა მიიღო.
მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველო, ჯამში, 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.
„საბავშვო ევროვიზია 2023“-ის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთის წარმომადგენელი Zoé Clauzure გახდა.