logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: შანტაჟის ენით საუბარი ერთმანეთთან - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა
- +

27 ნოემბერი. 2023. 11:31

 

 

„შანტაჟის ენით საუბარი ერთმანეთთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, რაც 9-წლიანი პერიოდის განმავლობაში მათთვის იყო დამახასიათებელი“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

„საზოგადოებისთვის უკვე გასაკვირი არაა, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება. ამის შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნების დამთავრების შემდეგ ვამბობდით, რომ ეს პარტია დღითიდღე უფრო ღრმა კრიზისში შედის.

 

უკვე ერთი წელიწადია ამ კრიზისმა დატოვა ის ჩარჩო, რასაც შიდა პარტიული განხილვები ჰქვია, საჯაროდ გადმოინაცვლა და დაპირისპირების პიკურ ესკალაციამდე მივიდა.

 

ის, რაც დღეს ხდება, მეტყველებს მხოლოდ ერთადერთზე, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს არანაირი პერსპექტივა და მომავალი არ აქვს. ისინი საკუთარ ინტერესებს მიღმა ვერაფერს ხედავენ“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner