logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: პრეზიდენტმა ტრადიციული გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებით გაგვახარა
- +

27 ნოემბერი. 2023. 13:12

 

 

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები, ტრადიციულად, გაუგებარია.

 

„ქვეყნის ე.წ. პრეზიდენტმა ტრადიციული გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებით გაგვახარა ამ დღეებში. ასწიო, ჩინური კალენდრით, მომდევნო „დრაკონის" წელი იმისთვის ეძლევაო საქართველოს, რომ ასოცირების ტრიოს ორ დანარჩენ მონაწილეს დაეწიოს.

 

კერძოდ, მოლდოვასა და უკრაინას: დაეწიოს და გაისად მაინც მოასწროს საკუთარ თავზე დამანგრეველი ომის პროვოცირება მოახდინოს. დაეწიოს და სადღაც 50 ათასი მსხვერპლი და მილიონნახევარი ლტოლვილი გამოიწვიოს. დაეწიოს პორნოგრაფიის ლეგალიზებისა და ერთსქესიანთა ქორწინების კანონების მიღებით, მასშტაბური პრაიდ-კვირეულის ჩატარებით. დაეწიოს ოპოზიციური პარტიებისა და მათი ტელევიზიების დახურვით, ხოლო მათი ლიდერების დაპატიმრებით. ასევე, დაეწიოს გაღატაკებული ეკონომიკით და მისი ზრდის ტემპის უარყოფითი ნიშნულით.

 

ზურაბიშვილის ამ მოთხოვნებში ნაწილი მისაღებია და განხილვას ექვემდებარება,“ - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner