ძვირფასო მოქალაქეებო, ბათუმში განვითარებული ძლიერი წვიმისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ბულვარის სანაპირო ზოლში გადაადგილებისაგან. ზღვაზე განვითარდა 8-ბალიანი შტორმი, რის გამოც გადაადგილება საფრთხის შემცველია.
ახალ ბულვარში შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ და ქ.ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.