logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: ახალი მესიჯით მოსაუბრე პრეზიდენტი თავისი ოპოზიციით, კიდევ ერთხელ ამცირებენ საკუთარ ქვეყანას
- +

27 ნოემბერი. 2023. 14:21

 

 

ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რაში უნდა დაეწიოს საქართველო უკრაინასა და მოლდოვას.

 

„როგორც ჩანს, ახალი გზავნილი მიიღეს პრეზიდენტმა და მისმა ოპოზიციამ ლობისტებისგან და თუთიყუშებივით იმეორებენ. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ სასაცილოდ გამოიყურებიან, უბრალოდ, გვაინტერესებს, რაში უნდა დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას? ომში? ქვეყნის განადგურებაში? ტრადიციული რელიგიის აკრძალვაში? კორუფციის ჭაობში? არავინ დაიჯეროს, რომ ამ მესიჯის ავტორი გულისხმობდა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას.

 

აქ მთავარი იყო, კიდევ ერთხელ დაემცირებინათ საქართველოს ხელისუფლება. მაგრამ პრეზიდენტიც და მისი ოპოზიციაც ამ მესიჯით კიდევ ერთხელ ამცირებენ საკუთარ ქვეყანას. განა ამას ვერ ხვდებიან? სწორედაც რომ ხვდებიან და მიზანმიმართულად აკეთებენ. არ გაუკეთებიათ, არ გაუნადგურებიათ საქართველოს იმიჯი თუ რა?

 

ერთადერთი სურვილი მაქვს მეც და ძალიან ბევრ ქართველს, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს არჩევნები, რომ ამათი შეურაცხყოფებისგან დაისვენოს ქვეყანამაც და ხალხმაც. ასეც იქნება!“ - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner