logo_geo
eng_logo
ცოტნე ზურაბიანმა გეგუთისა და პატრიგეთის თემებში სათბურები დაათვალიერა
- +

11 სექტემბერი. 2016. 17:59



„ქართული ოცნების" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა გეგუთისა და პატრიგეთის თემებში სოფლის მეურნეობის სათბურები დაათვალიერა.



კანდიდატს სათბურები ტარიელ გიგიაძემ და მამია ჩხობაძემ დაათვალიერებინა. ორივე მათგანს წლიდან წლამდე სხვადასხვა სახის ბოსტნეული მოყვათ და როგორც ადგილზე ისე, საზღვრებს მიღმა ჰყიდიან.



გიგიაძისა და ჩხობაძის ოჯახური ბიზნესი არის საუკეთესო მაგალითი შეღავათიანი აგროკრედიტის ეფექტური გამოყენებისა. ჩვენ გპირდებით, რომ კვლავ გავაგრძელებთ კონკრეტული ინიციატივებისა და პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც დაგვეხმარება სოფლის პროდუქციის წარმოების გაზრდასა და გასაღების ბაზრის უზრუნველყოფაში" - ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

 

 

ასევე ცოტნე ზურაბიანის თქმით, იგეგმება წყალტუბოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა. შეხვედრაზე კანდიდატი ყურადღებას ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ბლოკზე გაამახვილებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner