logo_geo
eng_logo
ხვიჩა კვარაცხელია: „სარბიელის“ გამოკითხვაში გამარჯვება ჩემთვის ძალიან სასიხარულო და საპასუხისმგებლოა
- +

27 ნოემბერი. 2023. 18:30

 

 

ხვიჩა კვარაცხელია გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებული გახდა და საქართველოს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

 

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელმა სეზონის მსვლელობის გამო დაჯილდოებაზე დასწრება ვერ მოახერხა და დამსწრეებს ვიდეომიმართვა გაუგზავნა.

 

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, ვინც გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა. ეს პრიზი ჩემთვის ძალიან სასიხარულო და საპასუხისმგებლოა. ვეცდები, კიდევ ბევრჯერ ვასახელო ჩემი ქვეყანა, კიდევ ბევრი ვიშრომო და ბევრს მივაღწიო. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან და მამხნევებენ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

 

გამოკითხვაში მონაწილეობა 86 სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო, მათგან 85-მა საუკეთესოდ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, რაც „სარბიელის“ გამოკითხვის ისტორიაში რეკორდული შედეგია. მეორე ადგილზე „აიაქსის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გავიდა, ხოლო მესამეზე – „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner