logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილმა შვედეთის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
- +

27 ნოემბერი. 2023. 20:18

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში შვედეთის ახლად დანიშნულ ელჩ ანა ლიბერგთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და შვედეთს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა შვედეთში განხორციელებულ წარმატებულ ოფიციალურ ვიზიტზე.

 

 

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა შვედეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისა და ასევე, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის.

 

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ამ კუთხით პარლამენტის გეგმებსა და მოლოდინებზე. ასევე, მან მიმოიხილა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხი და სიახლეები, რომლებიც არჩევნების დროს იქნება დანერგილი.

 

 

ელჩმა აღნიშნა, რომ შვედეთი მზადაა დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

 

 

შალვა პაპუაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა მის საქმიანობაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner