კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.
სხდომაზე პროკურატურა მსახიობისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ადვოკატმა კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა.
ის პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
კახა აბუაშვილი ქალის მიმართ ძალადობის, ასევე მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.