logo_geo
eng_logo
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი გახდა
- +

27 ნოემბერი. 2023. 21:37

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

 

„ფრაქციაში გვქონდა ჩვენ ცვლილებები. იცით, რომ გივი მიქანაძის კომიტეტის თავმჯდომარედ გადასვლის შემდეგ ჩემი, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ადგილი ვაკანტური იყო და მას შემდეგ, რაც ფრაქციის ორი მოადგილე ავირჩიეთ ვიცე-სპიკერებად ეს ადგილებიც ვაკანტური გახდა. ჩვენ დღეს კენჭი ვუყარეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი მოადგილის პოზიციაზე ავირჩიეთ რატი იონათამიშვილი, ხოლო მოადგილეებად სამ შესაბამის პოზიციაზე ავირჩიეთ ედიშერ თოლორაია, გრეტა წიწავა და ირაკლი კირცხალია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner