logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე არახამიას განცხადებაზე: ეს არის ახალი, მყარი, უტყუარი მტკიცებულება იმისა, რას გადარჩა ეს ქვეყანა ბოლო 2 წლის განმავლობაში და რისი თავიდან არიდება მოგვიწია
- +

27 ნოემბერი. 2023. 21:40

"ქვეყანა რას ასცდა და რა გადაიტანა, არახამიას განცხადება ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

 

„ჩვენ მიჩვეულები ვართ იმას, რომ მოგვიწოდებენ ომისკენ და შემდეგ ამბობენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია, ომი საიდან მოიტანეთო. თეთრზე შავს გვეუბნებიან და ეს მივიღეთ მოცემულობად. ამას უნდა ვებრძოლოთ. მაგრამ ეს უკვე არის თავად უკრაინის ხელისუფლებაში და მათ მიერ გახმოვანებული ახალი, მყარი, უტყუარი მტკიცებულება იმისა, რას გადარჩა ეს ქვეყანა ბოლო 2 წლის განმავლობაში, რისი თავიდან არიდება მოგვიწია და მოვახერხეთ კიდეც“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ თქვა, რომ მოლაპარაკებებზე რუსეთი ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინისგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და ნატოში შესვლაზე უარის თქმას ითხოვდა. დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობდა და უკრაინა ამ პუნქტს არ დათანხმდა. „როდესაც სტამბოლიდან დავბრუნდით, კიევში ბორის ჯონსონი ჩამოვიდა და თქვა, რომ არაფერს ხელს არ მოვაწერთ, მოდით, უბრალოდ ვიომოთ“, - თქვა არახამიამ და განმარტა, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინის ნაცვლად გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ და მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებოდნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner