logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ წარმოედგინათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ისიც ვერ წარმოედგინათ, რომ ევროკომისია დადებით რეკომენდაციას გასცემდა, ეს მათთვის შავი დღე იყო
- +

27 ნოემბერი. 2023. 21:44

"რადიკალურ ოპოზიციას ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ წარმოედგინათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ისიც ვერ წარმოედგინათ, რომ ევროკომისია დადებით რეკომენდაციას გასცემდა, ეს მათთვის შავი დღე იყო და ისინი კვლავ შეეცდებიან ამ პროცესის საბოტაჟირებას," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

„მათი მთავარი ნარატივი, ყველაზე გოიმური და მდაბიო ხომ ისაა, რომ რუსული ხელისუფლება, რუსული კანონი, რუსული ქცევა, ყველაფერი რუსული - ყველაფერს რუსულს არქმევენ. და ამ ფონზე, ეს რუსული, მდაბიო გოიმური მესიჯი ბუნებრივად გაცვდა და ქრება. ამას ვერ ეგუებიან, ამიტომ მათი მხრიდან მოლოდინი, რომ ისინი ხელისუფლებას დახმარებას გაუწევენ იმაში, რომ ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ, წარმოუდგენლად მიმაჩნია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner