logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებენ
- +

11 სექტემბერი. 2016. 18:03



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველი ნომერი და ქ. ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ სურმანიძე და ქ. ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძე წინასააჩევნო შეხვედრებს აგრძელებენ. დეპუტატობის კანდიდატები ამჯერად კობალაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ.


ჩვენ აქტიურად ვმართავთ წინასაარჩვენო კამპანიას, მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას მმართველი გუნდის მიერ განვლილი 4 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე რას ვგეგმავთ  მომდევნო წლებში. ჩვენ მიგვაქვს ამომრჩეველთან ყველა ის გზავნილი რაცქართულ ოცნებას" აქვს და ყველა ეს დაპირება უახლოეს წლებში შესრულდება"- განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისუმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა მოსახლეობასთან  შეხვედრისას.



ქართული ოცნების მიზანია უმოკლეს ვადაში განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, განვითარების საფუძველი კი ძლიერი ეკონომიკაა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს გუნდს კონკრეტული გეგმა გააჩნია, რომელიც შედეგს აუცილებლად მოიტანს"- განაცხადა ქ. ბათუმის 70-ემაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძემ ამორჩეველთან საუბრისას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner