ევროკავშირთან და ენერგოსექტორში მის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა ჩვენი ქვეყანა ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც დარწმუნებული ვარ დადებითი გადაწყვეტილება იქნება," - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მადრიდში ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობები და დიდი პოტენციალია. ამ პოტენციალს, გეოგრაფიულ უპირატესობასთან ერთად შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაფართოებაში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის განხორციელებაა, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ევროპასთან. ეს რა თქმა უნდა, მიწოდების უზრუნველყოფასა და ელექტროენერგიის განახლებადი წყაროებიდან ევროკავშირის ბაზარზე წვდომას უზრუნველყოფს, რაც ენერგო სექტორში არსებული გამოწვევების გადაჭრასა და კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.
პარალელურად, ქვეყანაში ვმუშაობთ ენერგოდამოუკიდებლობის აქტზე, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა და ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიის გენერაციის გაზრდას და საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას.
ევროკავშირთან და ენერგოსექტორში მის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა ჩვენი ქვეყანა ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც დარწმუნებული ვარ დადებითი გადაწყვეტილება იქნება. ეს დიდი შესაძლებლობა, საქართველოს მისცემს საშუალებას თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში“, - განაცხადა სონღულაშვილმა.