ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ როდესაც ისრაელი ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაახლებს, მისი სიძლიერე უფრო დიდი იქნება.
"თქვენ ახლა გაქვთ რამდენიმე დღე, ჩვენ დავუბრუნდებით ბრძოლას, გამოვიყენებთ იმავე ძალას და მეტს. დაიმახსოვრეთ, რომ სანამ ისვენებთ და აორგანიზებთ [მომავალ ბრძოლას], მტერიც იგივეს აკეთებს", - განუცხადა ჯარისკაცებს ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.