„სინამვილეში, ჩვენ ვაკვირდებით „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობის ბოლო ეტაპს, როგორც პოლიტიკური პარტიის“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„სრული ქაოსია ამ პარტიაში, ტურბულენტობა არის იმდენად მაღალი, რომ ვინ ვის გარიცხავს და მიიღებს პარტიაში არის სრულიად გაუგებარი. საერთოდ, რით ხელმძღვანელობს ეს პარტია, თუკი მას კიდევ პარტია შეიძლება დავარქვათ, რა წესდებით და რა წიაღსვლებით, ესეც დიდი კითხვისნიშნის ქვეშ არის.
სინამვილეში, ჩვენ ვაკვირდებით ნაციონალური მოძრაობის არსებობის ბოლო ეტაპს, როგორც პოლიტიკური პარტიის. ის ტურბულენტობა, რომელიც თვითონვე შექმნეს პარტიაში, საბოლოო ჯამში, ამ პოლიტიკურ მოძრაობას დასასრულისკენ წაიყვანს'' - განაცხადა მათიკაშვილმა.