logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: სალომემ, როგორც პრეზიდენტმა ფლიდთა, ცრუთა, ჩათლახთა, მედროვეთა, უპრინციპოთა და ათასი რჯულის უსამშობლოთა, ხელზე იმთხვია ყველა, ვინც კი აგინა და სახალხოდ ათრია
- +

28 ნოემბერი. 2023. 11:46

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მედიასთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება, რომლის სახელი იყო - „ჩვენი ხმა ევროპას“.

 

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, შეხვედრაზე ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც არცთუ დიდი ხნის წინ სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფას აყენებდნენ. შესაბამისად, ეს ღონისძიება უპრინციპობის მაგალითი იყო.

 

ბროწეულის ყვავილობა“ ყოფილა სალომესთან და მდგარა რიგი, ხელზემეამბორეთა და ვაზელინითგაპოხილთა… სალომე, როგორც პრეზიდენტი ფლიდთა, ცრუთა, ჩათლახთა, მედროვეთა, უპრინციპოთა და ათასი რჯულის უსამშობლოთა, ამაყად მდგარა დარბაზსა შინა და ხელზე იმთხვია ყველა, ვინც კი აგინა, ლანძღა, წყევლა, დასცინა, აქილიკა და სახალხოდ ათრია. ბოლოს, სასმელ-სანოვაგითაც გაუმასპინძლდა და ყველა კმაყოფილი დარჩა - გინებულიცა და მაგინებელიც… ზურაბიშვილი რა უპრინციპოა, ვიცით, მაგრამ იმ ხალხს მაინც არ გიტყდებათ, სალომეს დედის გინებით რომ იღვიძებდით და ახლა მის დაყრილ სალაფავს დაეძგერეთ?! მოკლედ, ცირკია რა, ერთი „ბრეზენტი“ გადააფარე, დააყენე შუაში სალომე და დაკა ბარაბანი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner