logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი გიორგი არველაძეზე: ემიგრაციაში, ცოლის საცვლებში გახვეული ნეო-ტროცკისტი, რომელსაც იმის გამბედაობაც არ ჰყოფნის, ჩამოვიდეს და მეგაფონით ხელში იყვიროს ის, რასაც კადრულობს
- +

28 ნოემბერი. 2023. 12:57

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ორ ფოტოს ავრცელებს, სადაც ერთზე პრემიერი ღარიბაშვილი და ევროკავშირის ელჩია საქართველოში, ამ უკანასკნელის ციტატით: ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს. სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, ევროკომისიას უკვე გადაეცა“, ხოლო მეორეზე „ნაცმოძრაობის“ წევრი გიორგი არველაძე ციტატით: არავითარი არჩევნები! მხოლოდ და მხოლოდ - რევოლუცია!“. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, გიორგი არველაძის ამ განცხადებას „ნაცმოძრაობა“ უნდა გაემიჯნოს და იგი პარტიიდან გარიცხონ.

 

ამ ორი ფოტოდან ერთ-ერთზე ევროპელები არიან გამოსახული, მეორეზე - ემიგრაციაში, ცოლის საცვლებში გახვეული ნეო-ტროცკისტი, რომელსაც იმის გამბედაობაც არ ჰყოფნის, ჩამოვიდეს, რუსთაველზე ტრიბუნა დაიდგას და მეგაფონით ხელში იყვიროს ის, რასაც კადრულობს. მშიშარა, ლაჩარი, უსამშობლო არაადამიანი - კრებსითი სახე მათი ე.წ. პარტიის „ევროპულობის, დემოკრატიულობის, ცივილიზებულობისა და პოლიტიკოსობის“. ახლა თუ ერთი ადგილი შეგრჩათ - გაემიჯნეთ მის „დემოკრატიულ“ მოწოდებას, სექტანტებო! ეგეც გარიცხეთ თქვენი სამარცხვინო რიგებიდან!“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner