logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: რაც თქვენთან ასაწონ-დასაწონი არ მაქვს, ეს ჩემი მშობლიური ანასეულის სიყვარულია
- +

11 სექტემბერი. 2016. 18:24



„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრა ქალაქში, ანასეულის დასახლებაში გამართა.



ჩემო ანასეულელებო, მე არ ვაპირებ არცერთი ზედმეტი, არცერთი ყალბის სიტყვის თქმას თქვენთვის. წლების მანძილზე მთავრობაში ყოფნამ თითოეული სიტყვის აწონ-დაწონას მიმაჩვია, მაგრამ რაც თქვენთან ასაწონ-დასაწონი არ მაქვს, ეს ჩემი მშობლიური ანასეულის სიყვარულია" - განაცხადა თალაკვაძემ.



დეპუტატობის კანდიდატმა ანასეულელებს სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე დეტალურად ისაუბრა ანასეულის მომავალ განვითარებაზე - განსაკუთრებული ყურადღება ეკოსისტემაზე და პარკების მოვლა-პატრონობაზე გაამახვილა.



ანასეული სამაგალითო იყო სამეცნიერო პოტენციალით, ინოვაციებითა და სამეწარმეო ტექნოლოგიებით. გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ ანასეული არა მხოლოდ წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, არამხოლოდ გზის და სახურავების შესაკეთებლად არამედ მეგა-პროექტებისთვის არის უკვე მზად." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner