29 ოქტომბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართება, სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „საქართველოს ტერიტორიის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით".
კონფერენციის ორგანიზატორები არიან - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი.
სიტყვით გამომსვლელთა შორის იქნებიან: გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, გენერალ-ლეიტენანტი ჯონი ფირცხალაიშვილი, პოლკოვნიკი გიორგი დანელია, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ბუაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი.
კონფერენცია გაიხსნება 10:00 საათზე და დასრულდება 16:00 საათზე;