კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰასან აჰმედ ალი მოჰამედ ალ მოტავას შეხვდა.
შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„დავსახეთ სამომავლო გეგმები 2024 წელს კულტურის კომიტეტის წევრების ვიზიტის შესახებ კატარში. ასევე, განვიხილეთ სამუშაო შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა კატარის ფონდთან, რომელიც კულტურის სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.