პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, სადაც საუბარია რეფორმებზე, რომელთა გატარებასაც „ქართული ოცნება" ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიმართულებით გეგმავს.
„გაძლიერდება ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების, ჰობი-განათლებისა და რეკრეაციული პროექტების დაფინანსების კუთხით;
- გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით;
- გაიზრდება სოციალური საწარმოების დაფინანსება, განსაკუთრებით - რეგიონებში;
- აშენდება 3 ახალი ახალგაზრდული ბანაკი;
- ახალგაზრდული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით გაორმაგდება კემპინგცენტრების და ტურისტული ბილიკების რაოდენობა; გაორმაგდება სოციალური თუ ახალგაზრდული კაფეების რაოდენობა;
- გაღრმავდება ევროკავშირთან თანამშრომლობა ახალგაზრდობის მობილობის, მოხალისეობის ხელშეწყობის და არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების მიზნით;
- გაუმჯობესდება არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის;
- გაიზრდება შშმ პირების ინკლუზიაზე ორიენტირებული არაფორმალური განათლების პროგრამების მხარდაჭერა, მათ შორის მათ დასაქმებაზე ორიენტირებული პროექტების რაოდენობა", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.