logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დღემდე ვერავინ გაიგო, მელია არის თუა არა „ნაცმოძრაობის“ წევრი, თვითონ ხაბეიშვილმა და მელიამაც ვერ გაიგეს და სხვას რა უნდა გააგებინონ
- +

28 ნოემბერი. 2023. 15:10

 

 

დღემდე ვერავინ გაიგო, მელია არის თუა არა „ნაცმოძრაობის“ წევრი, თვითონ ხაბეიშვილმა და მელიამაც ვერ გაიგეს და სხვას რა უნდა გააგებინონ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, იციან, რომ მელიას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“ და იმ პირობებში, როდესაც უწევთ, 16 %-ით იამაყონ, რა თქმა უნდა, ეს 1 პროცენტიც მათთვის დასანანია და ამიტომ ვერ მიდიან უხეშ ნაბიჯზე.

 

რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში პარტია თანდათან კიდევ უფრო მეტად სუსტდება, მიმდინარეობს შიდა დაპირისპირება, შიდა კინკლაობა. თვითონ ვერ გაერკვნენ, რა ხდება საკუთარ პარტიაში. ეს არის ის პროცესები, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ წარიმართება და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, მით უკეთესი. ძალიან გაუჭირდება „ნაცმოძრაობას დალაგება, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ამ აშლილობას ბევრი მიზეზი აქვს. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნების ჩათვლით ასე მძიმედ გაგრძელდება „ნაცმოძრაობაში“ პროცესების განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner