logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს გეგმავს
- +

11 სექტემბერი. 2016. 19:12



პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, სადაც საუბარია მთელ რიგ რეფორმებზე, რომლის გატარებასაც „ქართული ოცნება" საგარეო ურთიერთობათა მიმართულებით გეგმავს.


„ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის შემდგომ კონსოლიდაციას და თანმიმდევრული, მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკის გატარებას უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლება:

 

- მიმართავს ყველა ძალისხმევას მშვოდიბის უზრუნველყოფის, უსაფრთხოების რისკებისა და შესაძლო პროვოკაციების განეიტრალების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ეკონომიკური განვითარების ვექტორის დაცვისკენ, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი და წარმატებული მოგვარების წინაპირობაა;

 

- გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის;

 

- მიმართავს აქტიურ ძალისხმევას დეოკუპაციის ამოცანისკენ, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების, როგორც რუსეთთან საერთაშორისო ფორმატში მოლაპარაკებების, ისე საერთაშორისო მხარდაჭერისა და ზეწოლის მობილიზების გზით;

 

- ხელს შეუწყობს პირდაპირ დიალოგს ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის, მიმართავს დინამიურ ძალისხმევას დაპირისპირებების დაძლევის, ნდობის აღდგენისა და სერიგების ამოცანების მისაღწევად, სადაც ასევე მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატიის და სამოქალაქო საზოგადოების, საზოგადოებრივი მოღვაწეების, შერეული ოჯახების, ქალების, ახალგაზრდების როლი;

 

- წაახალისებს კონფლიქტით დაშორებულ ხალხთაშორის კონტაქტებს, საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, რაც ხელოვნური გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარულ და პრაგმატულ საჭიროებებს, პროფესიული ჯგუფების თუ სხვადასხვა დარგის ექსპერტების (ეკოლოგების, კულტურის მოღვაწეების, ჟურნალისტების, მედიცინის მუშაკების და ა.შ) თანამშრომლობის ინტერესებს უკავშირდება;

 

- გააგრძელებს კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე, მათ შორის დევნილებზე ზრუნვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამ ამოცანის შესასრულებლად:

 

  • გააგრძელებს და გაააქტიურებს ყველა შესაბამისი ფორმატის და ინსტრუმენტის გამოყენებას დევნილთა დაბრუნების განუყოფელი უფლების დაცვისა და ამ უფლების რეალიზებისთვის;
  • გაააქტიურებს მუსაობას უკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და დაცვის საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებისთვის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, განსაკუთრებით, მოწყვლადი გალის და ახალგორის რაიონების მაცხოვრებელთა უსაფრთხოების, უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის;
  • გადადგამს ნაბიჯებს, მათ შორის საერთაშორისო დონორების მხარდაჭერის მობილიზების გზით, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე შემდგომი რეაგირების და ამ რეგიონების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების მიმარტულებით;
  • გააფართოებს და გაამარტვივებს სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულ მომსახურებებზე წვდომას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთათვის. გაგრძელდება წარმატებული პრაქტიკა ჩართულობის სტრატეგიის ფარგლებსი და გააქტიურდება ახალი მიმართულებები, რაც მათ ერთიან სახელმწიფო სივრცეში ინტეგრირებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში თანამონაწილეობის შესაძლებლობებს მისცემს;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს შესთავაზებს იმ სარგებელსა და სიახლეებს, განვითარებისა და უკეთესი მომავლის პერსპექტივებს, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპულ მომავალსა და განვითარებას უკავშირდება და გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის ევროკავსირთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატიდან;
  • მაქსიმალურად გამოიყენებს ყველა რელევანტურ საერთაშორისო პლატფორმას საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიზნების განხორციელების, ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების და ჰუმანიტარული გამოწვევების მოგვარების ხელშეწყობისთვის;
  • გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ასევე გალსა და ერგნეთში ენციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შედეგიანი მუშაობის უზრუნველყოფისთვის;
  • გაააქტიურებს თანამშრომლობას პარტნიორებთან, მეგობარ სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან, დონორ ორგანიზაციებთან სამშვიდობო ამოცანების მხარდასაჭერად, მათ შორის, ომით დაშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგის და შერიგების პროცესის წახალისების, ნდობის აღდგენისკენ მიმართული კონკრეტული პროექტებისმ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირების, სახალხო დიპლომატიის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით;

 

- ამ ამოცანების მისაღწევად და გაცხადებული პრინციპების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს სამშვიდობო პროცესის ხედვას, რომელიც მოიცავს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს და განსაზღვრავს მოქმედების ტაქტიკას, რაც ორიენტირებული იქნება კონკრეტული ინიციატივების განხორციელებაზე და ხელს შეუწყობს კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისთვის მყარი საფუძვლის შექმნას", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner