„პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში“, დაუჭამიათ ერთმანეთი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, არა მარტო პარტია „ნაცმოძრაობა“, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაიშალოს.
„რაც უფრო მეტად დაიშლება ეს პარტია, მით უკეთესი. ზოგადად, მნიშვნელოვანია, არა მარტო პარტია „ნაცმოძრაობა“, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაიშალოს, აქეთ მიდის პროცესები. ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც ყველა დაინახავს, რომ „ნაცმოძრაობა“ იქნება უკიდურესად დასუსტებული და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად დაიშლება ამ არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.