“ინკლუზიურობას ითვალისწინებს თავად ეს დოკუმენტი, თავად ეს გეგმა. ქვეყანა არ დაიქცევა თუ არ ჩაერთვებიან ამ 9 პუნქტის შესრულებაში, ქვეყანა მაინც წაიწევს წინ, თუმცა უმჯობესი იქნება”, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"თითოეული პუნქტი არის გაწერილი თავად ამ სულისკვეთებით და მითითებულია თითოეულ შემთხვევაში, რომ პროცესები წარიმართება ინკლუზიური ფორმით, უზრუნველყოფილი იქნება, როგორც საპარლამენტო პოლიტიკური პატიების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა. ვნახოთ, როგორი იქნება რეალური ჩართულობა.
ჩვენ ცალმხრივადაც მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება, ყოველგვარი მათი ჩართულობის გარეშე. ქვეყანა არ დაიქცევა თუ არ ჩაერთვებიან ამ 9 პუნქტის შესრულებაში, ქვეყანა მაინც წაიწევს წინ, თუმცა უმჯობესი იქნება თუ ყველა სუბიექტი გაჰყვება ევროკავშირის მოთხოვნას და ჩაერთვება იმ პროცესში, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესრულებასთან" - განაცხადა კობახიძემ.