logo_geo
eng_logo
შტორმის შედეგად დაზიანებული ახალი ბულვარის სანაპიროს მოწესრიგება მიმდინარეობს
- +

28 ნოემბერი. 2023. 16:55

 

 

ბათუმის ბულვარში, დილიდან განახლდა 8-ბალიანი  შტორმის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებები. ინტენსიურად ხორციელდება დასუფთავების და პარალელურად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები.  სპეცტექნიკის მეშვეობით,  მიმდინარეობს სასეირნო და ველობილიკიდან ინერტული მასის გატანა. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მობილური ჯგუფები და ქ. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

 

გუშინ, ბათუმში განვითარებულმა ძლიერმა წვიმამ და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა ახალ ბულვარში რიგი პრობლემები შექმნა. დაზიანდა  პრომენადი,  საბაღე და  სანაპიროს ინფრასტრუქტურა, დაიტბორა „აკვა პარკის“ მიმდებარე ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთი და  ინერტული მასით დაიფარა  საფეხმავლო ბილიკი.

 

შტორმის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner