logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვის ეუთო-ს მინისტერიალზე დაშვების გამო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტერიალს არ დაესწრება
- +

28 ნოემბერი. 2023. 16:45

 

 

სერგეი ლავროვის ეუთო-ს მინისტერიალზე დაშვების გასაპროტესტებლად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტერიალს არ დაესწრება. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

„უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსეთის დელეგაციის დასწრება ეუთო-ს მინისტერიალზე გააღრმავებს კრიზისს, რომელშიც ეუთო რუსეთმა შეიყვანა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

კიევში აღნიშნავენ, რომ რუსეთი ძირს უთხრის ეუთო-ს, რასაც ამ ორგანიზაციაში მოქმედი კონსენსუსის წესის ბოროტად გამოყენებით ახერხებს.

 

„რუსეთი შანტაჟისა და ღია მუქარის გამოყენებით, სისტემატურად ბლოკავს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. 2024 წელს ეუთო-ს თავმჯდომარედ ესტონეთის კანდიდატურის დაბლოკვა რუსეთის მხრიდან წესების ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი გახდა. ამას გარდა, რუსეთს, უკვე 500 დღეა, უკანონოდ ჰყავს დაკავებული ეუთო-ს სამი უკრაინელი თანამშრომელი. ამრიგად, რუსეთმა შექმნა ეგზისტენციალური კრიზისი ეუთო-ში და ორგანიზაცია საკუთარი აგრესიის მძევლად გადააქცია“, – წერს უკრაინის საგარეო უწყება.

 

ჩრდილოეთ მაკედონიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე დასასწრებად მიიწვია. ამასთან, ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნის საფუძველზე, ბულგარეთმა სერგეი ლავროვის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე გაუხსნა, ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს მინისტერიალს დაესწრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner