logo_geo
eng_logo
დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო
- +

11 სექტემბერი. 2016. 19:14



12 სექტემბერს,11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში ერისთავების სასახლეს მოინახულებენ. ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის რწმუნებულ-გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე დაესწრება.  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო.



სრულად რეაბილიტირდება სასახლის სახურავი,სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთი აივნები, და გადაიხურება პატარა მარანი. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.



დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი 1958 წელს დაარსდა. იგი განთავსებულია XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში ერისთავების მიერ აშენებულ მემორიალურ სახლში. მუზეუმში დაცულია დავით და გიორგი ერისთავების მემორიალური კოლექციები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ფოტომასალები და დოკუმენტური მასალები. შენობა სამსართულიანია. ნაგებია ნატეხი ქვითა და კვადრატული აგურით. შედგება სწორი კუთხით მიბჯენილი ორი ფრთისაგან. ორივე ფრთას ერთმანეთთან აკავშირებს აივანი, რომლებიც შენობის II და III სართულებს, ეზოს მხარეს მთელ სიგრძეზე გასდევს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner