ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ „ცაჰალი“ მზად არის ღაზის სექტორში ბრძოლის განახლებისთვის.
"დღეს „ცაჰალი“ მზად არის ბრძოლის გასაგრძელებლად. ჩვენ ვიყენებთ ზავის დღეებს მზადყოფნის გასაძლიერებლად და ოპერატიული გეგმების დასამტკიცებლად", - განაცხადა ჰერცი ჰალევიმ.
"ჩვენ ვემზადებით ბრძოლის გასაგრძელებლად "ჰამასის" განადგურების მიზნით. ამას დრო დასჭირდება, ეს კომპლექსური მიზნებია, მაგრამ ეს გამართლებულია", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.ა