logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანული მედია: ბაქოში აშშ-ის საელჩომ გადადო ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა მას შემდეგ, რაც სამთავრობო მედიაში სიუჟეტები გავიდა, რომ საელჩო შეხვედრას აწყობს თავის „ჯაშუშურ ქსელთან“
- +

28 ნოემბერი. 2023. 21:22

აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩომ გადადო ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა, რომელიც ბაქოში უნდა გამართულიყო მას შემდეგ, რაც სამთავრობო მედიაში სიუჟეტები გავიდა, რომ საელჩო შეხვედრას აწყობს თავის „ჯაშუშურ ქსელთან“. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Turan-ი ავრცელებს.

 

 

აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოში გამოცემა Turan-ს განუცხადეს, რომ "საელჩო მოუთმენლად ელოდა ჩვენი ორი ფლაგმანი საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის იუბილეს აღნიშვნას და ყოველთვის ხაზს უსვამდა აშშ-ში კურსდამთავრებულთა წვლილს აზერბაიჯანული საზოგადოების განვითარებაში".

 

 

საელჩოში ასევე აღნიშნეს, რომ მოსალოდნელი იყო, რომ ღონისძიებას 400-ზე მეტი სტუმარი დაესწრებოდა, მათ შორის მთავრობის, განათლების, არაკომერციული და კერძო სექტორიდან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner