საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი ქვეყანაში მოსალოდნელი ახალი ტერაქტების შესახებ საუბრობს.
„იქნება ახალი თავდასხმები, ახალი უდანაშაულო მსხვერპლი. ეს არის ჩემი როლი, რომ ამის შესახებ ვუთხრა ფრანგ ხალხს. ახალი ტერაქტების აღკვეთის მიზნით, 15 ათას ადამიანს პოლიცია ადევნებს თვალს. მიმდინარე კვირას ხელისუფლებამ სულ მცირე ორი ტერაქტი აღკვეთა." - განაცხადა მანუელ ვალსმა.
საფრანგეთის პროკურატურამ „ისლამური სახელმწიფოს" მიერ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დაგეგმილი ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა.