logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი ენტონი ბლინკენს: აშშ-ის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს
- +

28 ნოემბერი. 2023. 22:30

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

"[აზერბაიჯანის] სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს გაკეთებული შენიშვნები ჩვენი ქვეყნის შესახებ მიკერძოებული იყო და არ ასახავდა რეალობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

"ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, სახელმწიფო მდივანმა, [ენტონი] ბლინკენმა ითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის აზერბაიჯანში ვიზიტის დაშვება დეკემბერში. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დათანხმდა ამ წინადადებას იმ პირობით, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოიხსნება აზერბაიჯანის მაღალი დონის ოფიციალური პირების შეერთებულ შტატებში ვიზიტების უსაფუძვლო აკრძალვა. მდივანმა ბლინკენმა მიიღო ეს", - ნათქვამია განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner