logo_geo
eng_logo
ჯაბა სამუშიამ აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
- +

29 ნოემბერი. 2023. 00:30

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

 

 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე თსუ რექტორმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მრჩეველთან სიმუზარ ფეიზულაევასთან, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსთან თურალ აჰმადოვთან და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთან ელჩინ მამედოვთან აზერბაიჯანულ უნივერსიტეტებთან და კვლევით დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

„მან ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით არსეულ გამოცდილებაზე; ამავე დროს, შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსაც.

 

 

„ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. თსუ-ში კავკასიოლოგიის კათედრაზე მოქმედებს როგორც აზერბაიჯანის ისტორიის, ასევე ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენ შეგვიძლია ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ და მრავალფეროვანი გავხადოთ,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

 

მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო გამოცდილებაზე და ურთიერთობის პერსპექტივებზე.

 

 

შეხვედრაზე რექტორმა აზერბაიჯანელ კოლეგებს სამომავლოდ ერთობლივი სასწავლო პროგრამების შექმნა და უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამების ამოქმედება შესთავაზა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, აგრეთვე, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება უახლოეს მომავალისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner