logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: შევქმნათ ძლიერი ქართველოლოგიის ინსტიტუტი, სადაც მეცნიერებისა და განათლების სიმბიოზი მოგვცემს საშუალებას, აღვზარდოთ ახალგაზრდა თაობა კარგ ქართველებად
- +

29 ნოემბერი. 2023. 10:04

 

 

მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსმენისას "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ინიციატივით მიმართა გიორგი ამილახვარს, საქართველოში შეიქმნას ქართველოლოგიის ინსტიტუტი.

 

"მოგმართავთ წინადადებით, დავაფუძნოთ ქართველოლოგიის ინსტიტუტი, რომლის საფარქვეშ გაერთიანდება მთელი რიგი მიმართულებები, როგორიცაა, მაგალითად,  ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის მიმართულება, პალეოანთროპოლოგია, ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა, ხელნაწერთა ინსტიტუტი თავისი უძვირფასესი საგანძურით და სხვა. ეს დარგები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ყურადღება მიექცეს მათ განვითარებას.

 

სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრმა ბრძანა, სასკოლო განათლების ერთ-ერთი ფუნქცია ახალგაზრდების პატრიოტებად აღზრდა უნდა იყოსო. სწორედ ქართველოლოგიის ინსტიტუტი შეიძლება იყოს ის დაწესებულება, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება ძლიერი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და, ამავე დროს, დიდ გავლენას მოახდენს ახალგაზრდა თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაზე. სწორედ მეცნიერებისა და განათლების ასეთი სიმბიოზი მოგვცემს საშუალებას, აღვზარდოთ ახალგაზრდა თაობა კარგ ქართველებად, კარგ მოქალაქეებად და კარგ ადამიანებად. როდესაც ვამბობ „კარგი ქართველი“, ვგულისხმობ ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner