logo_geo
eng_logo
მერაბ ტურავა „რუსთავი 2”-ს: რამდენიმე მოსამართლის მიმართ არის კრიტიკა, განსაკუთრებით თქვენი ტელევიზიის მიერ
- +

11 სექტემბერი. 2016. 20:22



საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ „რუსთავი2-"თან საუბრისას განაცხადა, რომ ტელესიუჟეტებით მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.



იმ ვითარებაში როდესაც, საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის მიმართ არის კრიტიკა, განსაკუთრებით თქვენი ტელევიზიის მიერ, სხვადასხვა ტელესიუჟეტის მიძღვნა, ასეთ ვითარებაში მოსამართლისთვის შეიძლება ძნელი იყოს გადაწყვეტილების მიღება. როდესაც ტელევიზიები ამა თუ იმ მოსამართლის ობიექტურობაზე, მიუკერძოებლობაზე უწყვეტ რეჟიმში საუბრობენ, ცდილობენ, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენონ, ასეთ ვითარებაში ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საზოგადოების მიერ იქნება აღქმული, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის ძნელი. ნებისმიერ ტელეკომპანიას ვთხოვდი, რომ იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას ღებულობს, შეიკავონ თავი," - განაცხადა მერაბ ტურავა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner