logo_geo
eng_logo
ალექსეი არესტოვიჩი: ბევრი ამბობდა NATO-ზე უარი არ შეიძლებოდაო, მაგრამ პირველ რიგში, სად არის ეს NATO, მიგვიღებდა ან მიგვიღებს?
- +

29 ნოემბერი. 2023. 10:08

 

 

მე ვიყავი სტამბოლის მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, თუმცა, მეც კი არ ვიცი ბოლომდე, როგორ მოხდა ისე, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ მოლაპარაკებების შეწყვეტა. მე მახსოვს ბევრი ემოციური საუბარი, რომ ბუჩის შემდეგ ასე არ შეიძლება. მაგრამ მახსოვს, რომ რუსული მხარე ჯერ კიდევ სამშვიდობო ინიციატივებზე საუბრობდა”, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე თქმით, სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი სულაც არ იყო ცუდი.

 

ბევრი ამბობდა NATO-ზე უარი არ შეიძლებოდაო, მაგრამ პირველ რიგში სად არის ეს NATO, მიგვიღებდა ან მიგვიღებს? ახლა კი რუსეთმა თქვა, რომ NATO წითელი ხაზია. სამაგიეროდ 300 000 ადამიანი შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო და ნახევარი უკრაინა არ ყოფილიყო დანგრეული და დანაღმული. ხომ არ უნდა მოგვეწერა ხელი ამ სამშვიდობო შეთანხმებისთვის სტამბოლში? ჩვენც მივდიოდით დათმობებზე, მაგრამ დათმობები, რაზეც რუსეთი მიდიოდა, უპრეცედენტო იყო“, -აღნიშნა არესტოვიჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner