რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს:
„თაშმიჯაბ-ი, უგემრიელესი სვანური კერძი... მთავარი ინგრედიენტები: სვანური კარტოფილი და ყველი.
ამ რამდენიმე წლის წინ მეტისს მოუზიდავს ვარდისფერი USA-კარტოფილი და უფასოდ დაურიგედ გლეხებს... მოსახლებომ უფრო უხვი მოსავალი მიიღო და გულუბრყვილო სვანები სიამოვნებით გადავიდნენ გენმოდიცირებულ პოტეიტოზე, მამა-პაპური, უგემრიელესი კარტოფილი დავიწყებას მიეცა და...
სამ წელიწადში „მეტისის სამოთხის ოქროს ვაშლი" მურმანის ვერაგულ საწამლავად იქცა (იხ.„აბესალომ და ეთერი")
და შეეყარა შტატების კარტოფილს საშინელი სენი და ჭია - საქონელიც ვერ ჭამს, არ მომწამლონო!
ხოლო ჩვენი - გადაშენდა! მოტყუებული სვანები ცდილობენ სოფლებში მოძებნონ სათესლო უძველესი ჯიში, მაგრამ ჭირს.
გამახსენდა როგორ გააქრო სააკამ სამეგრელოს და იმერეთის საოცარი სიმინდი და, რაც მთავარია, - სინდისი!" - წერს რობერტ სტურუა.