logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: სახეზე გვაქვს, ერთ დროს, ძალიან დიდი პარტიის დაშლის ბუნებრივი პროცესი
- +

29 ნოემბერი. 2023. 10:35

 

 

ჩვენ სახეზე გვაქვს ერთ დროს ძალიან დიდი პარტიის დაშლის ბუნებრივი პროცესი, რაც აისახება არამარტო პარტიის ზედა მენეჯმენტში და ლიდერებში, არამედ პარტიული ორგანიზაციების დონეზე“ - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

 

"ეს პროცესი არამარტო საკრებულოების, არამედ თითოეული რაიონული ორგანიზაციის პირველად უჯრედებამდე დავა და ამ პროცესის ლოგიკური დასარული იქნება ის, რომ მელია წამოვა გარკვეული ჯგუფით.

 

ეს პროცესი გამოწვეულია იქიდან, რომ ამ პარტიამ ვერ შეძლო ნორმალური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა და უარი ვერ თქვა შურისძიებაზე, რევოლუციაზე, იმ მანკიერებაზე და დანაშაულებზე, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ" - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კრიზისის ახალი ტალღა ნახმოძრაობაში - ამჯერად, პარტიის თავმჯდომარეს საკრებულოები აუჯანყდნენ. პარტიის წევრები რეგიონებიდან, ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ. ხაბეიშვილის ფლანგი ფიქრობს, რომ თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის უკან, ნიკა მელიას შტაბის წევრები დგანან. მელიას ფლანგში კი აცხადებენ, რომ ხაბეიშვილმა პარტიაში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და პოლიტსაბჭოს ახალი არჩევნები ჩატარდეს. ამ ყველაფრის ფონზე, კვლავ გაურკვეველი რჩება პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვის საკითხი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner