logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: დასანანია, რომ უკრაინა ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთი ვითარებისთვის ჩვენვე გაგვეწირა
- +

29 ნოემბერი. 2023. 14:06

 

 

არესტოვიჩმა პრაქტიკულად წაიკითხა „ხალხის ძალის“ წერილიდან ის ამონარიდები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, უცხოური ძალები, რომლებსაც უნდოდათ მეორე ფრონტი, დაადანაშაულა საკუთარი ქვეყნის, უკრაინის გაწირვაში,“ -  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა  გურამ მაჭარაშვილმა, როცა უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი. 

 

მაწარაშვილის თქმით, დასანანია რომ უკრაინა ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა.

 

იმედია, ახლა არ იტყვიან, რომ არესტოვიჩი „ხალხის ძალის“ წევრია, როცა ლაპარაკობს ამ ტექსტით. ამიტომ, დასანანია და ამას თავიდანვე ვამბობდით, რომ უკრაინა ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ  ჩვენი ქვეყანა ასეთი ვითარებისთვის ჩვენვე გაგვეწირა.

 

ამიტომაც იყო ეს პოლიტიკა და ეს ზუსტად ასახავს არახამიას რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ თურმე სტამბულის შეთანხმებაში იყო ისეთი პუნქტები, რომლებიც, როგორც არესტოვიჩი ამბობს, უნდა გამოეყენებინათ სათავისოდ. აქ ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ არესტოვიჩი პირდაპირ ადანაშაულებს უცხოეთის ძალებს იმაში, რომ უკრაინის ინტერესები უცხო ქვეყნების ინტერესებს შეეწირა,“ -  აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner