logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ზოგადად, გლობალურად უკრაინაზე კონტექსტი არის შეცვლილი და როგორც ჩანს, ამის შედეგია ის დისკუსია, რომელიც გახსნეს უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა დასავლეთთან მიმართებით
- +

29 ნოემბერი. 2023. 14:11

 

 

ზოგადად, გლობალურად უკრაინაზე კონტექსტი არის შეცვლილი და როგორც ჩანს, ამის შედეგია ის დისკუსია, რომელიც გახსნეს უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა დასავლეთთან მიმართებით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

 

ბოლო დროს გახშირდა უკრაინელი ყოფილი, თუ მოქმედი მაღალჩინოსნების თავდასხმები დასავლეთზე. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ საკითხში ღრმად ვერ შევალთ. ზოგადად, რაღაცების გადაბრალება დასავლეთზე მგონია, რომ არასწორია უკრაინის ხელისუფლების მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი პასუხისმგებლობით, როცა ის იღებს გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ომის შეწყვეტასთან, გაგრძელებასთან, გახანგრძლივებასთან და ა.შ. ეს არის ის პოლემიკა, რაშიც ჩვენ ვერ ჩავერთვებით. ეს არის უკრაინელი მაღალჩინოსნების და დასავლელი პოლიტიკოსების საქმე. თუ იქ იქნება პოლემიკა ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ზოგადად, გლობალურად უკრაინაზე კონტექსტი არის შეცვლილი და როგორც ჩანს, ამის შედეგია ის დისკუსია, რომელიც გახსნეს უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა დასავლეთთან მიმართებით“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner