logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი, სისუსტის გამოვლინებაა ის რღვევა, რომელიც გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით
- +

29 ნოემბერი. 2023. 15:35

 

 

„მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს „ნაცმოძრაობაში“, -  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო დროს განვითარებული პროცესები და შიდა დაპირისპირება პარტიის სისუსტეზე მეტყველებს.

 

„გრძელდება დაპირისპირება; აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო „ნაცმოძრაობის“ წევრი, თუმცა, მელიამ, თუ არ ვცდები, 8 საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია აუმხედრა ხაბეიშვილს და კეზერაშვილს. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით და ალბათ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს, რა თქმა უნდა, არის სისუსტის ნიშანი - „ნაცმოძრაობა“ ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა თავისთავად ის რღვევა, რომელიც გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner