logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: რაც არ უნდა გადანაცვლდნენ ეს შესაკრებები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ
- +

29 ნოემბერი. 2023. 14:35

 

 

“რაც არ უნდა გადანაცვლდნენ ეს შესაკრებები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

ოპოზიციაში რაც არ უნდა გაერთიანდნენ, მათემატიკის კანონია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რაც არ უნდა გადანაცვლდნენ ეს შესაკრებები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ. მათემატიკის კანონი ადასტურებს ამ ყველაფერს. როდესაც მთელი ოპოზიციის ჯამური პროცენტი ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში არასდროს აღემატებოდა 45%-ს, ასეთ დროს ჩვენს დამარცხებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ერთადერთი, რაც შეუძლია გააკეთონ პოლიტიკურ პარტიებს, არის ის, რომ გაერთიანდნენ და სცადონ 5%-იანი ბარიერის გადალახვა, თუმცა უჭირთ მოლაპარაკება. „ლელო“, გახარია, იყო მცდელობები, მაგრამ, გაახსენდათ, რომ ერთი მეორეს ეძახდა თაღლითს, მეორე პირველს ეძახდა „თვალთხარიას“ და ასეთ პირობებში მათ გაერთიანება ძალიან უჭირთ, იმიტომ, რომ საზოგადოებას ეს ყველაფერი ახსოვს“,- აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner