logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრომ თემურ თათარაშვილის საიუბილეო კონცერტის დაფინანსებაზე უარი განაცხადა
- +

11 მარტი. 2016. 18:53



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მომღერალ თემურ თათარაშვილის საიუბილეო კონცერტის დაფინანსებაზე, რომელიც მიმდინარე წლის 7 აპრილს უნდა გამართულიყო, უარი განაცხადა. შესაბამისი თხოვნით უწყებას ღონისძიების ორგანიზატორმა - საქართველოს კულტურის პალატამ მიმართა.


„ჩვენ, როგორც ორგანიზატორებმა, მივმართეთ სამინისტროს, დაეფინანსებნა თემურ თათარაშვილის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტი. დღეს კულტურის სამინისტროდან გვაცნობეს, რომ სამწუხაროდ, კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება ამ ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. რატომ, რის გამო, არ ვიცით... საბაბი ჰკითხეთ კულტურის სამინისტროს", -  განუცხადა „რეპორტიორს" კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა.


კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახურში „რეპორტიორს" განუცხადეს, რომ საესტრადო მომღერლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს უწყება აღარ აფინანსებს.


„გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი განაცხადია შემოტანილი, სამინისტრო არ აფინანსებს საესტრადო მომღერლებს. თემურ თათარაშვილის პროექტი რომ დაფინანსებულიყო, განაწყენდებოდნენ დანარჩენები, ამდენად გადაწყდა, რომ არ დაფინანსდეს არცერთი საესტრადო მომღერალი", - განუცხადეს „რეპორტიორს" სამინისტროს პრეს-სამსახურში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner