მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „საქართველოს ტერიტორიის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით“.
კონფერენცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. კონფერენციაზე მომხსენებლები გახლდნენ გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე, გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, გენერალ-ლეიტენანტი ჯონი ფირცხალაიშვილი, ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე კობა ახვლედიანი, პოლკოვნიკი გიორგი დანელია, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ბუაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი.
როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველმა ვლადიმერ იმნაძემ განაცხადა, მსგავსი შინაარსის სამეცნიერო კონფერენციები მომავალშიც ჩატარდება და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მასში აქტიურად იქნება ჩართული.