logo_geo
eng_logo
„რომ შევედი სავადმყოფოში დაბერებული იყო, 23 წლის, 50 წლისას გავდა, რაღაც ტაბლეტებს მასმევდნენო...“
- +

11 სექტემბერი. 2016. 21:18


 

როგორც რეჟისორი გოგა ხაინდრავა ამბობს, ფილმში "ჰეროკრატია" ბოლომდე არ არის გადმოცემული მთელი ის სისასტიკე, რაც რეჟიმის დროს პენიტენციურ სისტემაში ხდებოდა. ჩვენ ვერ გადმოვეცით ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. იმიტომ, რომ ზღვარი აქვს ყველაფერს. იმის იქით გადასვლა შეუძლებელია."-ამბობს გოგა ხაინდრავა. მას სოციალური ქსელის მომხმარებლები ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს, ქართულ ციხეებში გაცილებით დიდი სისატიკე იყო გამეფებული.


ადამიანები, რომლებმაც  საკუთარ თავზე გამოსცადეს ციხის პერსონალის-ზედამხედველების  და ექმების სადისტური მოპყრობა, "ფეისბუქში" საკუთარ ნანახს და განცდილს იხსენებენ. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს.


კომენტარი ფანტაზიის გარეშე!!

 თამაზ დადვანი.. ყაჩაღობაზე გაასამართლეს, უდანაშაულო იყო, ექსპერტიზები გააყალბეს, ბოლომდე სჯეროდა რომ სიმართლეს გაიტანდა, სულ მეუბნებოდა ციხე ვერ გამტეხავსო, თავს ნუ შეაწირავ მეთქი სულ ვარიგებდი, ვხედავდი შეუპოვარი და პრინციპული იყო.... არ ეპუებოდა არ უთმობდა...

 

უზენაესის განაჩენის შემდეგ მშობლებმა დამირეკეს ძალიან ცუდად არის შედი ნახეო, რომ შევედი სავადმყოფოში იყო, დაბერებული 23 წლის, 50 წლისას გავდა, ფეხზე იდგა ძლივს, მთხოვა ჩემი შეყვარებულის სურათები დამრჩა საკანში ის წაიღონ იქიდან ჩემებმა, დაჟინებით მთხოვდა. რაღაც ტაბლეტებს მასმევდნენო, ბოლოს რომ დავუძლურდი აქ გდმომიყვანესო, მეორე დღეს შევედი, რეანიმაციაშია, ტუბერკულიოზი აქვს არ შეხვიდეო, ნიღაბი მოვითხოვე, არ მოგვცეს, მე და მეორე ადვოკატი, მაია დონაძე ვიყავით ერთად, ექპერტიზისთვის მისი ხელმოწერა მჭირდებოდა, უნდა მენახა.... არ ეგონათ მაინც რომ შევიდოდით რეანიმაციაში, გამიკვირდა ასე უცბათ როგორ მოხვდა იქ, კარი შევაღე არავინ იყო, "რენიმაცია" იყო რკინის საწოლზე სასიკვდილოდ გადადებული პატიმრები....

 

შევედი თაზო მეთქი დაუძახე, ყელში რაღაც მომებჯინა ცუდად გავხდი... თვალი გაახილა, მომიწერე ხელი ექსპერტიზას ვატარებ გაგიყვან აქედან მეთქი, ხელი მოვკიდე და მოვაწერინე, ახლა ხომ დამტკიცდება სიმართლეო მითხრა, გადავაფარე, გვერდზე მისიანების შემოგზავნილი თეთრეული ედო ხელუხლებელი... ... გამოვედით ...

 

ხმაამოუღბლად, ექიმი ვნახე მისი , თვალები გაუფართოვდა იქ რა გინდოდათო, ვინ შეგიშვათო, ეს არის მეთქი თქვენი რეანიმაცია, მიხედეთ თეთრეული მაინც დუგეთ, წამალი მაინც დაალევინეთ მეთქი....... მეორე დღეს დარეკეს ადვოკატთან, დილის ცხრა საათზე გარდაიცვალაო, ახლობლებს გააგებინეთო, მე ვერ ავღწერ იმ ტკივილს ....იმ ზარს, რომლის განხორციელებაც ჩვენ მოგვიწია.... დავრეკეთ, შევედით... გარეთ ხმისჩახლეჩამდე მომკივანი დედა, და და გველოდებოდა....

 

ციხიდან ვეღარ გამოვდიოდი, რა მეთქვა, რატომ რატომ...... რატომ მოხდა ასე?... ძლივს გამოვლასლადით, დამ შემომყვირა მიშველეო... ახლაც ყურებში მაქვს ის ხმა... ბორდიური იყო , ჩამოვჯექი კი არა დავეცი თითქოს.... ერთდერთი ჟურნალისტი ვისაც შეეძლო ხმა ამოეღო... ნანა ლეჟავას დავურეკე.მოვიდნენ.. სიმართლე რომ ვთქვა ბუნდოვნად მახსოვს მერე ყველაფერი.... მერე... ის მახსოვს გვამს არ ატანდნენ, ხელის მოწერას თხოვდნენ ახლობელს რომ პრეტენზია არ ქონდათ, ისე არ არ ატანდნენ გვამს.. რაღაც საშინელი მარშუტკა იყო.... ეს თაზო არ არისო მესმოდა ყვირილი, შეცვლილი იყო... სოფო დიდი ბოდიში ტკივილი გაგიმძაფრე... მაგრამ შენც იცი სულ მინდოდა გაგვეგრძელებინა არ გვეპატიებინა..

 

დიმიტრი ლორთქიფანიძესთან დავრეკე, პარლამენტში გატანა ვთხოვე... იურისტი ხარო ექსპერტიზა ჩაატარეთ მაშინ რითი გარდაიცვალაო..... ნანა ლეჟავამ გადაცემაც გააკეთა სადაც მოვყევით რა იყო მათი სანაქებო ციხის რეანიმაცია... რაზეც დაგვიბარა რამოდენიმე ხნის შემდეგ მაშინდელმა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა და ადვოკატებს შეფრულად დაგვემუქრა....

 

მაგრამ თაზოს რა... ბოდიში კიდევ ერთხელ მაპატიე, მაგრამ ალბათ ესეც იმის ნახევარია რაც იქ განვიცადეთ და გადავიტანეთ ყველამ ერთად..."




პარასკევს, 9 სექტემბერს "იმედის" ეთერში "ჰეროკრატიის" მეორე სერია გავიდა. სერიალის პირველი 2 ეპიზოდის  გმირი, ლუკა ათანელი, რომელიც გამოგონილი ბრალდებით ციხეში ჩასვეს და ჯოჯოხეთი მოუწყეს, რეალური პიროვნების, ალექსანდრე ახალკაცის  პროტოტიპია. სოციალური ქსელის მომხმარებლები  რეჟიმის დროს გარდაცვლილ პატიმართა სტატისტიკის ამოწევას ითხოვენ.



 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner